No icon

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის რუსეთ ამერიკის ომი სირიაში

loading...

(ენ პი ეი) თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი და დასავლეთის ყველა პარტნიორის, პირველ რიგში, კი სუსტი თავდაცვისუნარიანობის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ იმოქმედოს, - ამის შესახებ  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა. 

კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს. 

„თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და შეიძლება ლოკალურ დონეზე სირიაში იყოს დაპირისპირება, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი, რომ მან დასავლეთის ყველა პარტნიორის წინააღმდეგ იმოქმედოს. რა თქმა უნდა, დაარტყამს იქ, სადაც სუსტი ადგილია. საქართველო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ნამდვილად სუსტია და ამიტომ, თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

გუშინ საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა










წყარო:ინტერპრესნიუსი

loading...

Comment