No icon

პანკისში პირველი საშაურმე გაიხსნა

loading...

31 წლის დათო გუმაშვილმა საკუთარი ბიზნესისთვის მოპოვებული 2700-ლარიანი გრანტით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში საშაურმე გახსნა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო  radioway  ავრცელებს.

მომხმარებელთა სიმრავლის გამო, გუმაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის გაფართოებას აპირებს. ობიექტზე მხოლოდ შაურმის შეძენაა შესაძლებელი. მეპატრონე გეგმავს, მათ კომფორტი შეუქმნას და კვების ობიექტში მაგიდები და სკამებიც განათავსოს.  

საშაურმემ სახელი მოკლედ დროში გაითქვა და დათო ყოველდღიურად 20-25, ზოგჯერ 40-მდე ქათმის ხორცით დამზადებულ შაურმას ყიდის. საშაურმე დათოს ყოველდღიურად 120-150 ლარიან შემოსავალს აძლევს, საიდანაც 30 ლარი მოგებაა.

საწარმო სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემოწმებული აქვს და სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მცირე ბიზნესის დაწყებაში სამი შვილის მამას USAID-ის Zrda პროექტი დაეხმარა.   

 

loading...

Comment