No icon

გია კორკოტაშვილმა ქართული მარში დატოვა

loading...

(ენ-პი-ეი) გია კორკოტაშვილმა “ქართული მარში” დატოვა. ინფორმაციას თავად კორკოტაშვილი ადასტურებს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.

როგორც ის აცხადებს, მისი გადაწყვეტილების მიზეზი “ქართული მარშის” პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა გახდა. კოკროტაშვილის განმარტებით, მას პოლიტიკაში წასვლა არ სურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული მარშისა“ და მისი იდეები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.

ამასთან, როგორც კორკოტაშვილი ამბობს, ის და „ქართული მარშის“ ამჟამინდელი წევრები კვლავ მეგობრებად რჩებიან და აპირებენ, რომ აქტიურად ემსახურონ ეროვნულ საქმეს:

„ქართული მარში“, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით, დაკომპლექტებულია საზოგადოების ღირსეული წევრებისგან, ჩემი მეგობრები არიან ისინი, მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული მარში“ გარდაიქმნას პოლიტიკურ მოძრაობად და ასე ემსახურონ ეროვნულ საქმეს. მე პოლიტიკაში არ მინდა წასვლა. როგორც იცით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვიყავით გაერთიანებული „ქართულ მარშში“ ერთი იდეის ქვეშ და მათ შორის „ქართული მისიაა“, თუმცა ჩვენ პოლიტიკური სტატუსით არ წარვდგებით საზოგადოების წინაშე. ჩვენ საზოგადოებრივად ვიბრძოლებთ – თუმცა ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელსაც „ქართული მარში“ აერთიანებდა, ეროვნულ საკითხში ვართ უნისონები, ანუ ეროვნული თემები ჩვენთვის, ყველაზე პრიორიტეტულია. შესაბამისად, მუდმივ თანაქმედებაში ვიქნებით, რადგან აზრობრივად ერთსა და იმავ საქმეს ვაკეთებთ, უბრალოდ, მე პოლიტიკაში არ მინდოდა წასვლა“, – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.    

 

loading...

Comment