No icon

ლანჩხუთში საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

loading...

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, რომ ქურდობა სავარაუდოდ ღამე მოხდა და მხოლოდ საკვები პროდუქტები წაიღეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ერთი ადამიანია მხილებული და მას ეძებენ.   

 

loading...

Comment