No icon

მასწავლებლის ხელფასი იზრდება

loading...

(ენ პი ეი) წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება იზრდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს.

ინფორმაციას 1tvავრცელებს.

ამ დრომდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარით განისაზღვრებოდა, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300 ლარით.

ცვლილებების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა.

წ​ამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

...

loading...

Comment