No icon

რუსეთში, ქართული ეკლესიის პირველ სართულზე კაფე-ბარი გახსნეს (ვიდეო)

loading...

რუსეთში, ქართული ეკლესიის პირველ სართულზე კაფე-ბარი გახსნეს რუსეთში მცხოვრებმა გივი მდივნიშვილმა "ენ პი ეის" მოაწოდა ვიდეო, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა მოსკოვში მდებარე ქართულ ეკლესიაში. ვიდეოში ჩანს, რომ ეკლესიის პირველ სართულზე, მთლიანად, 2 კაფე-ბარი და მარკეტია განთავსებული, სადაც თავისუფლად იყიდება სხვადასხვა სახის კერძები და სასმელები, მათ შორის ხინკალი და ღვინო. ასევე ეკლესიის ქვეშ საცხობია განთავსებული, გივი მდივნიშვილის ცნობით, ერთმანეთის გვერდითაა ორი ტაძარი, ერთ-ერთ მათგანში ამჟამად მიმდინარეობს რემონტი, რომლის დასრულების შემდეგაც შესაძლოა ტაძრის პირველ სართულზე ღვინის სახლი გაიხსნას. ვიდეოში ასახული მასალა მარხვის დღესაა 06.01.2018 გადაღებული. პ.ს. ეკლესიას ქართველი მფლობელები ჰყავს, რომელსაც განგებ არ ვასახელებთ. დანარჩენი ვიდეოში ნახეთ.



პ.ს. საიტის ადმინისტრაცია იძლევა უფლებას, რომ განსხვავებული მხარის პოზიციაც გავასაჯაროვოთ.
დაინტერესების შემთხხვევაში დაგვიკავშირდით. 

 

loading...

Comment