No icon

ბათუმში კაცმა საკუთარი საფლავი მოაწყო

loading...

(ენ-პი-ეი) 73 წლის ბათუმელმა კაცმა, თემურ შავიშვილმა გადაწყვიტა, სიცოცხლეშივე ეზრუნა საკუთარ საფლავზე და უკვე 10 წელია, ცდილობს, ის ისე მოაწყოს, რომ ოჯახს მისი გარდაცვალების შემდეგ ხარჯის გაღება არ მოუწიოს. ამასთან, კაცი ამბობს, რომ უყვარს ბუნება და საფლავზეც სხვადასხვა სახეობის ხეები დარგო და უვლის. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 

"ხომ უნდა ვიცოდე, ადგილი, სადაც უნდა დავწვე? მე ჩემი გემოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. ჯერ  სურათი არ მაქვს და ვაპირებ, ესეც გავაკეთო. 

სიკვდილის არ მეშინია. მეშინია მხოლოდ იმის, რომ ვინმეს მოსავლელი გავხდე ან სიკვდილის შემდეგ ვინმეს ჩემ გამო შეწუხება მოუხდეს. 

მიყვარს სილამაზე და ამიტომ აქაურობა ბაღნარივით მოვაწყვე" - ამბობს თემურ შავიშვილი.  

 

loading...

Comment