No icon

რამდენი ადამიანი მოიწამლა თბილისში აღდგომის დღეებში?

loading...

(ენ-პი-ეი) თბილისში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში, 49 ადამიანის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, 49 მოქალაქე, რომელთაც ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.

კვებითი ინტოქსიკაცია პირღებინებით, გულისრევით, ღებინების მოთხოვნილებით, სახის შეწითლებით, ოფლიანობით, არტერიული და ქალასშიდა წნევის მომატებით ხასიათდება.

გარდა ამისა, ორი დღის განმავლობაში, კვებითი ინტოქსიკაციის ერთი შემთხვევაც დაფისირდა, რა დროსაც პაციენტს საავადმყოფოში განთავსება დასჭირდა.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ თბილისში დაფიქსირდა, რომელიც „კვირამ“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახურიდან გამოითხოვა.  

 

 

loading...

Comment