No icon

სურამში უწიგნური ხალხი ცხოვრობს - თამაზ ელიზბარაშვილი

loading...

(ენ პი ეი) 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, რომელიც დაბა სურამში მომხდარ ისტორიას აღწერს. აღნიშნული სტატუსის ავტორი სურამის მაცხოვრებლებს საკმაოდ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

" სურამის ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო." - ალბათ გაგახსენდათ დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე".

ბავშვობისას მშობლებს დედულეთში, იმერეთში რომ მივყავდი, გზად სურამის გავლისას შიში მეუფლებოდა. მახსენდებოდა ლეგენდა სურამის ციხეზე , მის კედლებში ცოცხლად ჩაყოლებული ზურაბი. წარმოვიდგენდი , როგორ იტანჯებოდა სიცივით , შიმშილით...

იმის გამო, რომ ადამიანი იყო უწიგნური, გაუნათლებელი, ბნელი და ალბათ სჯეროდათ, რომ თუ ცოცხლად ჩააყოლებდნენ კედელში ახალგაზრდას, ციხე-სიმაგრე ძლიერი და აუღებელი იქნებოდა.

დღეს სურამში კვლავ ასეთი სიბნელეა, კვლავ ასეთი გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი ცხოვრობს. არ იციან ერთგულება, მეგობრობა,თანადგომა. 

სწორედ აი ასეთი სახე დაკარგული სურამელების მსხვერპლი გახდა ეს საბრალო ცუგა. ჯერ პატრონმა გარეთ გამოაგდო. ქუჩაში დაიდო ბინა, ცემდნენ , ქვას ესროდნენ. მაგრამ მაინც აგრძელებდა ცხოვრებას სურამის ქუჩებში . დედაც გახდა. ლეკვებიც დაყარა. ეშმაკის მიმდევარმა სურამელებმა ახალ დაბადებული ლეკვები წაართვეს და წყალში დაახრჩვეს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სურამელი ბავშვებიც მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში. ესეც არ აკმარეს. ქვებით და ჯოხებით სიკვდილის პირას მიიყვანეს და რომ არა საბერძნეთში გაზრდილი კობა კუტალეიშვილი, რომელიც ამჟამად სურამში ცხოვრობს, ეს ძაღლი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. თვე ნახევარი უმკურნალა. დააყენა ფეხზე და ჩამოგვიყვანა თავშესაფარში, მე საბერძნეთში უნდა წავიდე და ამ ძაღლს სურამელები ცოცხალს არ დატოვებენო.

სურამელებო, მე, თამაზ ელიზბარაშვილი მოგმართავთ , თუ ეს ყველაფერი სიმართლეა რაც კობამ გვიამბო, არაფერი გეშველებათ. არც ღმერთი და არც კაცი ვინმე, დახმარების ხელს არასოდეს გამოგიწვდით, რადგან თქვენ ეშმაკის გზას ადგახართ.“

აღნიშნულ პოსტს საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია....სურამელი ვარ...მაგრამ შემეჯიბრეთ არამარტო ცხოველთა სამყაროს, არამედ ზოგადად ბუნების სიყვარულსა და მისი გადარჩენისათვის ბრძოლაში...“

„ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას რომ ვინმეს შეუარცხყოფა მიაყენოთ. ის რომ ვიღაც საზიზღრად მოიქცა და ცხოველი ასე გაიმეტა არაა საბაბი რომ მთელი დაბა "ბნელად" მონათლოთ“.

„ან პოსტი წაშალოს და დააკორექტიროს ადმინმა და ბოდიში მოიხადოს, ცხოველებზე ზრუნვა იმას არ ნიშნავს, რომ უფლება აქვს ვინმეს მიაყენოს შეურაცხყოფა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სწორედ ესაა სიბნელე და უწიგნურობა, რაზეც ზემოთ თავად საუბრობს პოსტში. სამწუხაროა და სამარცხვინო მსგავსი აღწერა ვითარების!“

„არ ვარ სურამიდან, მაგრამ მგონია, რომ არ აქვს უფლრბა არავის, რამდენიმე უგულო ადამიანის სისატკისდა გამო, მთელი სურამი და მისი ხალხი შემოელანძღოს. საერთოდ კარგი იქნება თუ ერის ძაგებას.შეეშვებით. დამნაშ!ვე დაისაჯოს უადაოდ, მაგრამ მითის ცოცხალ ადამიანებზე მის ორგანიზმზე მორგება უვოცობის ნიშანია“.

„სიბნელე ტვინში გაქვთ სურამზე ასეთ რამეებს რომ წერთ“ - წერენ ელიზბარაშვილის მისამართით ფეისბუქ-მომხმარებლები.

აღნიშნულ კომენტარებს თამაზ ელიზბარაშვილიც პასუხობს და წერს: „ბოდიშს მოვიხდი თუ მინიმუმ იმ ადამიანებს, ვინც დედა ძაღლს ახალ დაბადებული ლეკვები ძუძუდან ააგლიჯა, წყალში დაახრჩო , თან ამ სისასტიკეში და სადიზმში ბავშვებიც აიძულეს , გახადეს თანამონაწილე, გამოაშკარავებთ და გაკიცხავთ.“

 

 

 

 

 

 

 

 

.

loading...

Comment