No icon

რელიგიის სწავლება სკოლაში არ არის სწორი -ხიდაშელი

loading...

(ენ პი ეი) თავდაცვის ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში რამდენიმე პოლიტიკურ მოვლენას მიმოიხილავს. 

როგორც ხიდაშელი წერს, რელიგიის სწავლება სკოლაში არასწორია, ხოლო სასამართლოს გამოტანილი საქმე გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე მურუსიძეობაა.

"1. რელიგიის სწავლება სკოლაში არ არის სწორი. სწორია რელიგიების სწავლება თუ მაინდამაინც, ისტორიია ფარგლებში სწავლება. სპეციფიური პრობლემა იქნება ჩვენთან. ქვეყანაში სადაც მათემატიკას და ფიზიკას ერთი მასწავლებელი ყავს, სადაც სამოქალაქო განათლებაა დღემდე ვისაც საათები აკლია ის ასწავლის, ძალიან მაღალი შანაი გვაქვს ამ საგანსაც იგივე დაემართოს. 

2. დღეს სასამართლოს გამოტანილი გადაწყვეტილება არის მურუსიძეობა. აზრზე არ ვარ ეს ბიჭი ვინ არის, არ ვიცი მისი იყო თუ ჩაუდეს, არც ის ვიცი მომხმარებელია თუ არა მაგრამ ზუსტად ვიცი ლიბერალიზაციის “დიდი ტალღის” მოლოდინში მყოფ საზოგადოებას ამას რომ გაუბედავენ, ის საზოგადოება უარესის ღირსია. 
ყველაფერი კონტექსტის ამბავია და კონკრეტული მოცემულობის! ეს არ უნდა დაგვავიწყდეს!

3. თბილისის მერს უფროსი არ ყავს! მეგონა ეს უკვე გარკვეული გვქონდა.

4. ახალი განათლების მინისტრი რაც მალე ჩამოყალიბდება სკოლის დამამთავრებელ გამოცდებზე მეტად დაზოგავს ბავშვების, მშობლების და პედაგოგების ნერვებს და მათი ენერგიის უკეთესი ამბებისთვის გამოყენების მეტ შანსს დატოვებს! 
მე მგონია ერთი და იგივე გამოცდის სამი კვირის შუალედში ორჯერ ჩაბარება არაფრისთვის არ არის სასარგებლო და არაფეის მთქმელია გარდა მოსწავლეების და მშობლების წამების. 
კიდევ უფრო დიდი წამება კი ის ერთ თვიანი შუალედია რომელიც ეროვნულის ჩაბარებასა და შედეგების გაგებას შორის არის.

5. შს მინისტრი კარგად საუბრობს, მაგრამ საქმე მუდამ უფრო დამაჯერებელია ხოლმე, და იმედია ცვლილებას მოქალაქეებიც იგრძნობენ პოლიციის, და განსაკუთრებით კრიმპოლის ქმედებებში. 

6. ეს რკინაბეტონის ჯურღმულის ფოტო ვნახე დღეს აქ და არც კი ვიცი შიში, დათრგუნვა და უმწეობა ერთდროულად როგორ უნდა გამოვხატო", - წერს თინა ხიდაშელი Facebook-ში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

loading...

Comment