No icon

შოუბიზნესი ნარკორეალიზატორების ბუდედ გადაიქცა!

loading...

(ენ პი ეი) უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი აცხადებს, რომ ნარკომანი საზოგადოებისთვის საშიშია და ნარკტიკებზე დამოკიდებულებას და მის შედეგებს ეტაპობრივად აყალიბებს.

ინგა ბერიკაშვილი: რატომ არის ნარკომანი საზოგადოებისთვის საშიში, თუ მას იძულებითი მკურნალობა არ მიესჯება რაკი ციხეს თვლით მკაცრ სასჯელად, დავიწყოთ:

 

– ნარკოტიკების მოხმარება იწყება მცირე დოზით და ასე ვთქვათ, თავიდან ნარკოდამოკიდებული აკონტროლებს თავსაც და აგრესიული არაა, და შესაბამისად ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის საშიში არაა!

 

– იწყება შემდგომი ეტაპი, მას დოზა აღარ ყოფნის იგივე შეგრძნებების მისაღებად და ზრდის დოზას, შესაბამისად დროთა განმავლობაში უკვე ნელ-ნელა უმატებს დოზის რაოდენობას, უფრო მეტად ხდება დამოკიდებული და ეწყება ე.წ. “ლომკა” რაც მას ხდის ძალიან აგრესიულს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც შემხებლობა აქვს. არა აქვს მნიშვნელობა მისთვის ეს იქნება დედა, მამა, და, ძმა, შვილი თუ სხვა ახლობელი პირი.

 

_ სანამ ფინანსური სახსრები ყოფნის ის იკმაყოფილებს თავის ჟინს და არის წყნარად, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება იწყება მაშინ, როდესაც მას ფინანსური რესურსი ეწურება, რა ხდება ამის შემდეგ:

 

იწყება ოჯახის ტერორი! დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის იწყებს ძალადობას ოჯახის წევრებზე ფინანსური სახსრების გამორჩენითვის, რომელიც დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. მშობელი იქნება თუ მეუღლე, აიძულებს მისი ჟინის დაკმაყოფილებას.

 

ოჯახში თუ ბავშვია ამ ყველაფრის მსხვერპლი ხდება და განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც აუცილებლად აისახება მის ჯანმრთელობაზე, არაფერს ვამბობ უკვე მშობლებსა და მეუღლეზე, რომლებიც იძულებულები არიან აიტანონ ეს ყველაფერი.

 

თუ ოჯახს აღარ ააქვს ფინანსური საშუალება რა ხდება მაშინ?

 

არსებობს ძალიან მძიმე შედეგები, როდესაც მომხმარებელს არა აქვს საშუალება და იწყებს ქიმიური შენაერთებით ნარკოტიკის დამზადებას ფსიქოტროპული წამლების საშუალებით, რომელსაც ამატებს ბენზინს, ამ ნაზავს საზოგადოება იცნობს, როგორც ”კრაკაძილს”. ეს არის საშინელი ქიმიური შენაერთი, რომელიც იწვევს ადამიანის გონების დახშობას, ცოცხლად ლპობას. ხშირად ამ შენაერთის მომხმარებელი დადის უკუსვლით, მედიცინის წარმოამდგენლებს და ადვოკატებს ან თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ქონია შეხება ხშირად უნახია უკუსვლით მოსიარულე, ან ცოცხლად ლპობადი ახალგზარდა რომელსაც სპეციფიური სუნიც კი ასდის. დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ასეთი მომხმარებელი სიცოცხლეს ასრულებს ძალიან ადრეულ ასაკში.

 

– ის კატეგორია, რომელსაც მიაჩნია, რომ იმსახურებს “კარგი ხარისხის ნარკოტიკს” და თან კრიმინალისკენ ააქვს მიდრეკილება “ლომკის” მოსახსნელად მიდის ყველაფერზე, ოღონდ დაიკმაყოფილოს თავისი ჟინი. დანაშაულის კატეგორიას არა აქვს მნიშვნელობა მისთვის, მთავარია ფინანსები იშოვოს. დანაშაულის ჩადენა შეიძლება დაიწყოს საკუთარი ოჯახიდან, მოიპაროს ძვირად ღირებული ნივთები, თუ ამოწურავს ამ ნივთებს გადავა ტექნიკაზე და ბოლოს ჭურჭელზე, ასეთებიც გვინახია პრაქტიკაში. ხშირად მსმენია, მეუღლის მონათხრობი, თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა მეუღლემ როგორ გაუყიდა ჯვარნაწერი ბეჭედი და შვილების ნათლობის ჯვრები და ასე შემდეგ, ეს ოჯახის პრობლემაა კი ბატონო, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ყველა რესურსსს ამოწურავს? რა თქმა უნდა გადის საშოვარზე.

 

– თუ დანაშაულის ჩადენას ვერ ახერხებს და ვერ სძალავს უცხო პირს ღირებულ ნივთს, მას რჩება შემდეგი გზაც. კერძოდ, რამდენიმე “მოყვარული ნარკომანისგან” რომელსაც ჯერ კიდე აქვს ფინანსური საშუალება ააგროვოს ფული და თვითონ წავიდეს ნარკორეალიზატორთან წამლის მოსატანად, საიდანაც ერთი დოზა მისი კუთვნილი იქნება, თუ “წაივაჟკაცებს” შეიძლება მეტიც გამოსტყუოს რაც ზოგჯერ დაპირდპირების მიზეზი ხდება და შეიძლება მსხვერპლიც მოყვეს!
!!!

 

რატომ არ შეიძლება საქართველოში ნარკოტიკების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება?!

 

_ ერის დემოგრაფიული მდგომარეობა არის ძალიან საგანგაშო!

 

– ნარკოტიკების ზედოზირებით იღუპებიან ახალგაზრდები და სტატისტიკა უკვე შემაშფოთებელია.
ზედოზირებით არ იღუპებიან მხოლოდ მომხმარებლები, ხშირი მოხმარება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს და 35 წლის ზემოთ გულის უკმარისობით და ონფარქტით ისე გახშირდა ახალგაზრდა მამაკაცებში სიკვდილინობა, რომ ეს შემაშფოთებელია უკვე, გადახედეთ სტატისტიკას და მერწმუნეთ ძალიან ცუდ შედეგს ნახავთ!

 

– ნარკოტიკების მოხმარება დროთა განმავლობაში ადამიანის ტვინის უჯრედებს ისე აზიანებს, რომ მთიანად ცვლის მის ფსიქოლოგიურ აზროვნებას და ხდის აგრესიულს და მოძალადეს. ძაალდობის მსხვერპლი ხშირად ოჯახის წევრები არიან.

 

– ყველაზე საშიში კატეგორია არის, როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელი იწყებს ალკოჰოლის მიღებას და თუ ეს ალკოჰოლი სპირტის შემცველია, ყოფილი ნარკომანი იმდენად არაადეკვატური ხდება, რომ შეიძლება ოჯახის წევრი სასიკვდილოდ გაიმეტოს და ასეთი მძიმე ფაქტებიც არსებობს. თუ ოჯახში არასრულწლოვანია რა თქმა უნდა ის იწყებს მშობელი დედის უფლებების დაცვას და მამა-შვილს შორის კონფლიქტები ხდება საფთხის შემცვლელი, და არავინ არ ვიცით, როგორ შეიძლება დასრულდეს მორიგი კონფლიქტი, რომელიც თითქმის ყოველდღე არის ასეთ ოჯახებში.

 

– ნარკოტიკის მომხმარებელი მშობლების ნაყოფი, დამტკიცებულია მეცნიერების მიერ, რომ ხშირად იბადებიან სხვა და სხვა სახის ანომალიით, რასაც მოწმობს შემაშფოთებელი სტატისტიკაც.

 

– ყველაზე საშინელი სანახავია ნარკომანი ქალები. ნანახი მყავს ორი, სამი შვილის დედა, რომელიც გადის მკურნალობას კერძო კლინიკაში. როდესაც კითხვა გამიჩნდა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, როდესაც ანგელოზივით შვილები გყავს, კარგი ოჯახი გაქვს ( გარედან ასე ჩანს) არ გაკლია არაფერი იმისთვის, რომ იყო ბედნიერი, პასუხი იყო ასეთი: ჩემი მეუღლე იკეთებს, როცა გავყევი არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ფინანსურად ძალიან ძლიერი ოჯახიდან იყო და ვფიქრობდი, რომ ოჯახი მიხედავდაო, მაგრამ წლების მერე მეუღლემ გამასინჯა და მას შემდეგ დამოკიდებული გავხდიო….

 

საშინელი ფაქტია ხომ? შვილების დედას ნარკოტიკებს მხოლოდ იმიტომ რომ გაასინჯებ და დამოკდიებულს გახდი, რომ მეუღლემ პრეტენზია არ გამოთქვას და ამ დროს ოჯახში სამი შვილი გეზრდება, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს?

 

ამ დროს მშობლემა მოატარეს ყველა სამკურნალო დაწესებულება ცოლ-ქმარს, საქართველოს გარდა უკრაინაშიც კი ჩაიყვანეს, მაგრამ საკმარისია მორჩნენ მკურნალობას, ნარკოტიკები იმდენად ადვილი მისაწვდომია, რომ ისევ ახლიდან იწყება ეს ჯოჯოხეთ!
!!!

 

ძალიან ბევრი ფაქტის მოყვანა შემიძლია, 15 წლიანი პრაქტიკა ძალიან დიდია ადვოკატისთვის, რომ ათასი დანაშაულის მიზეზობრივ კავშირზე ისაუბრო, სადაც ხშირად ნარკოტიკებია მთავარი მიზეზი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით აღნიშნული სენის შესახებ. ეს საქართველოა და აქ არაფერი არ იმალება!
!!!!

 

თუ ჩვენ გვინდა, რომ ერი გადარჩეს, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს თუ ეს პრობლემა ჩვენ არ გვეხება, ხვალ აუცილებლად შეგვეხება რადგან შვილებს 24 საათიანი რეჟიმის ინტესივობით ვერ გავაკონტროლებთ და სად ჩამოკარვს უბედურების ზარი არავინ არ ვიცით, არ შეიძლება დღეს უკვე ამ პრობლემისადმი ისე მიდგომა, როგორც – სხვისი ჭირი, ღორებს ჩხირიო, ეს ყველას ჭირია და ერთად უნდა შევაჩეროთ უცხო ქვეყნებიდან წამოსული ეს სასიკვდილო სენი!
ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა ამ სენის გამო, ძალიან ბევრი მოზარდი იზრდება სტრესულ გარემოში სადაც უწევს ძალადობის ატანა და ეს ანგრევს მოზარდების ფსიქიკას. საიდან ბავშვებში ასეთი სისასტიკე და ძაალდობაო?! გვიკვირს კიდე საიდან? მძიმე გარემოში აღზრდილი ბავშვი, რომელიც ძაალდობის მსხვერპლია ოჯახის წევრის მხრიდან, როგორ გაიზრდება ჯანმრთელი ფსიქიკის ამაზე არ გიფიქრიათ?
!!!
ყველაზე ამაზრზენი ვითარება საქართველოში რაცაა, ესაა შოუბიზნესის გადაქცევა ნარკორეალიზატორების ბუდედ!
ბოდიშს მოვუხდი იმ ნაწილს, ვისაც არ ეხება, მაგრამ მჯერა ისინი არც მიიღებენ თავის თავზე. მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად იცის კლუბებში და საღამოებზე რა ხდება. შოუბიზნესის წარმომადგენლების ქონებრივი მდგომარეობით დაინტერესებულმა ვინმე? საიდან ამდენი მილიონები და ფეშენებელური ცხოვრება?

 

ეხლა არავინ თქვას, რომ სიმღერით შოულობენ რადგან ამას არავინ დაიჯერებს, სადაა ქვეყანაში მაგ დონეზე განვითარებული შოუბიზნესი, რომ დიდი ფული იშოვო. ძალიან მარტივია ამისი დადგენა, უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო და დამიჯერეთ ერთ დღეს შეგვიძლია ვიხილოთ შოუბიზნესის მამებად წოდებულები, რომლებიც უკვე იყვნენ მსჯავრდებულების საკმზე არაერთხელ დაკავებული ნარკოტიკების ძალიან დიდი ოდენობით, უბრალოდ კეთილი ნებაა საჭირო ამისთვის და ხელოვანების და ამ ხალხის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება კი არა, უბრალო მოქალაქეზე ორჯერ მეტი უნდა მიუსაჯო ყველას. როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხარ ხელოვანი, ან რომელიმე წრის წარმომადგენელი და საზოგადოება გიყურებს, კეთილი ინებე და იყავი მაგალითი იმ საზოაგდოებისთვის, რომლის ხარჯზეც იზრდები როგორც პიროვნება.
!!!
ეხლა მათ საყურადღებოდ ვინც მწყევლის ეს ბოლო პერიოდია და ნარკომანს მისურვებს ოჯახში:

 

თქვენგან განსახვავებით, ნარკომანს არასოდეს არ დავიცავ მართლმსაჯულებისგან და არ მოვეფერები და ამას სწორედ ისევ იმ ნარკომანისთვის გავაკეთებ, რომელმაც მინდა , რომ იცოცხლოს, მაგრამ იმდენად გაქვთ გონება დახშული, რომ იმსაც ვერ აცნობეიერბთ, რომ ერი გადაშენების ზღვარზეა და მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ თქვენი შვილები არიან გამსაღებლები, დიახ, გამსაღებლები, რადგან ძალიან დიდი ფული შემოდის ამ გზით და თქვენ გირჩევნიათ ფუფუნებაში იცხოვროვროთ ცოდვით ნაშოვნი ფულით, ვიდრე შვილს უთხრათ რომ ეს სასიკვდილო სენია და უმკურნალოთ.

 

გაუბედურებული მომხმარებელი, რომლის ცოდვაც თქვენს კისერზეა, გამსაღებლების ოჯახებზე, არასოდეს არ იქნება ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარების დაკანონების მხარეს, რადგან მისი ოჯახი თქვენისთანა ვირთხების დამსახურებით გაუბედურებულია და ბევრმა კი მიწას მიაბარა ანგელოზივით შვილები.
მაგალითისთვის, უბანს არ ვასახელებ რადგან არ მაქვს ამისი მორალური უფლება. 19 წლის სპორტსმენს უბნის “კაი ბიჭებმა” პატივი დასდეს და ასიამოვნეს ნარკოტიკით, თან დასძინეს, რომ ერთხელ მიღება არ გახდიდა დამოკდიებულს, ეს ბავშვი გარდაიცვალა დოზას ვერ გაუძლო მისმა გულმა და იცით რა მოხდა? ამ გამსაღებელმა არაკაცებმა მიატოვეს ისე, რომ სასწრაფოშიც არ დარეკეს.

 

ეხლა ვეკითხები საზოგადოებას, რისი ღირსია ის ოთხი რეგვენი ვინც ეს ჩაიდინა? რა თქმა უნდა მე ვერ გავამართლებ გარდაცვლილ ბავშვს მაგრამ ყველას ერთი ფსიქილოგია არა აქვს, რომ უარი თქვას ცდუნებაზე ხომ ასეა? მოზრდილი გამსაღებელი პირები რას იმსახურბენ ამ დროს?

 

– მძიმე თემაა და დაუსრულებლად შემიძლია ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ეხლა ლაპარაკის დრო არაა, ეხლა სასწრაფოდ ერი უნდა გამოფხილზეს და თითოეულმა ჩვენთაგანმა, ვინც გავიგებთ, რომ ესა თუ ის პიროვნება ყიდის წამალს, უნდა დავაფიქსიროთ ეს კადრები, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მივმართოთ ძალოვან უწყებას და თუ არ იქნება რეაგირება , უბნების მიხედვით ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი ყველა რეალიზატორს, არ ვამბობ რომ უნდა იძალადონ მაგრამ ფაქტზე უნდა აიყვანო რამდენიმე ადამინამა და მიათრიოს პოლიციაში, სადაც მოწმეების თანდასწრებით დააკავებინებ.

 

საზოგადოება უნდა დადგეს მოწოდების სიმაღლეზე, მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი ამ სენის დამარცხება, თორემ მიმოიხედეთ ირგვლივ, ნარკოტიკში ჩაიხრჩო ახალგაზრდობა და რომელ მომავალზეა საუბარი ან ქვეყნის განვიათრებაზე თუ ქართველი ერი აღარ იარსებებს? ვისთვის გვინდა ქვეყანა თუ ჯანსაღი ახალგაზრდობა აღარ გვეყოლება!

 

მოვუწოდებ საზოგადოებას, ეს არაა დასაძრახი ნაბიჯი, როდესაც ამხელ ნარკორეალიზატორს! დაიწყეთ პატრულირება საკუთარ უბნებში, გამოავლინეთ ყველა, ვინც სპობს მომავალს საკუთარი ფუფუნების ხარჯზე და ჩააბარეთ პოლიციას, ისინი ძალიან მშიშრები არიან, უბრალოდ სამი მოქალაქე მაინც უნდა იყოთ, თუ ვიდეოს გადაუღებთ ეს უკეთესი იქნება და მთავარი მესიჯი უნდა იყოს, რეალიზატორების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მივცეთ არავის, სადაც გაფართხალდებიან იქ უნდა დავხვდეთ!სამოქალაქო აქტიურობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია ეს მსოფლიო სენი დაამარცხოს!

 

ბოდიში ამ დიდი წერილისთვის, ემოციისთვის, მაგრამ იმდენი მეგობარი გამიუბედურდა, დამიქვრივდა თუ გარდამეცვალა, იმდენს დაეღუპა შვილი ნარკოტიკებით, რომ მშვიდად ამისი ყურება დანაშაულად მიმაჩნია!
!!!!!!!!

 

ჩემს წინ ორთაჭალის ციხესთან ამანათის შეტანის დროს რამდენი მეუღლე თუ სხვა პირი დაუკავებით ამანთში ნარკოტიკების აღმოჩენის გამო, რომელიც საკუთარმა ოჯახის წევრმა ძმაკაცებს ჩაადებინა ლეღვის მურაბაში თუ ქათმის ბარკალში, ხომ გსმენიათ ამის შესახებ? ადამიანი რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს წირავს ჩვენ რას გვიზავს?

 

დაუშვებელია ნარკოტიკის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, ნარკორეალიზატორს უნდა მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა – სამუდამო პატიმრობა.

 

წარმოუდგენელია გამსაღებლის დადგენა იყოს რთული, რადგან მას ბევრი მყიდველი ჰყავს. აკავებენ მომხმარებელს და ამ დროს სად ქრება გამსაღებელი? სწორედ ეს შერჩევითი სამართალია იმისი საფუძველი, რომ გამსაღებლები გამრავლდნენ, რად უნდათ შრომა და წავლება, როცა მილიონები მოდის ძალიან მოკლე დროში.

 

მსხვილი რეალიზატორების დაკავების დროა, კმარა ჭანჭიკებზე საქმის გახნა, დროა “ბობოლა” მკვლელი გამოვლინდეს და ბოლო მოეღოს ერის გენოციდს!!!!!
გაყიდა წამალი, გადაიხადა გირაო და გამოვიდა. ფულის მეტი რა აქვს გამსაღებელს და გამოდის, რომ ვისაც ფული აქვს დაუსჯელი იქნება სულ?

 

ეს მახინჯი მიდგომა უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და შოუბიზნესის მამებს რომ უშვებთ გირაოს სანაცვლოდ ამისი შედეგია დღეს ნარკომანების ბოგინი ქვეყანაში!

 

ალაგმეთ ქვეყანაში ბარიგაშოუმენები!!! მარტივია მათი დანაშაულის დადგენა, გადახედეთ მათ ქონებრივ დეკლარაციებს და შეადარეთ შემოსავალს, მარტივად აღმოაჩენთ მილიონების სხვაობას!
წალეკა ქვეყანა ნარკოტიკმა და ხისტი ნაბიჯების დროა!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ..

loading...

Comment