No icon

სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს

loading...

(ენ-პი-ეი) სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რელიგიის ისტორია სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი უნდა ისწავლებოდეს.

„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, დეკემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ერთ-ერთი ქადაგებისას განაცხადა, რომ სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება აუცილებელია.   

 

 

loading...

Comment