No icon

ვისაც კლინიკა ლანცეტში ახლობელი გიწევთ, სასწრაფოდ გაიყვანეთ- ბაკურ სვანიძე

loading...

(ენ პი ეი) 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოცილალურ ქსელში კლინიკა ,,ლანცეტზე” საგანგაშო წერილს აქვეყნებს:

"ახლა მოვიცალე ამის დასაწერად! კლინიკა "ლანცეტი"! ამ ჯოჯოხეთში ვისაც გიწევთ ახლობელი, სასწრაფოდ გადაიყვანეთ მაქედან სადმე! მაგ კლინიკიდან აუცილებელია ყველა პაციენტის გამოყვანა და შიგნით ბომბის შეგდება! მე რაც მაგ კლინიკის "ემერჯენსში" ვნახე - ეს იყო კატასტროფაზე მეტი! არაკვალიფიციურობა თვალშისაცემია, მაგრამ ვინაიდან მე არ ვარ ექიმი, ვინმე შეიძლება შემომედავოს! ამიტომ მხოლოდ ხეპრეობასა და უზრდელობაზე ვიტყვი:
- დილის 5 საათზე შეიყვანეს მანდ დედაჩემი! წნევა - 220/110! ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან! სასწრაფო დახმარების მანქანას უკან მივყევი ჩემი მანქანით. შევედი. დედაჩემი წევს საწოლზე. ვიღაც ღლაპი თვალების ფშვნეტით, ნელა-ნელა რაღაცეებს ბოდიალობს! რას აკეთებს თვითონ არ იცის. ვიღაც "ტიპშა" და არა ექიმი - იხევა შუაზე, რომ ვენა იპოვოს და ჩაუდგას კათეტერი.10 წუთი ვუყურებ. მერე ამ ღლაპს მივმართავ:-

 

- ექიმი თქვენ ბრძანდებით?

 

- არა, მე არ ვარ.

 

- აბა, სადაა ექიმი?

 

- რომელი ექიმი?

 

- რომელი და ბოტკინი! ემერჯენსის მორიგე ექიმი სადაა?

 

გამოთაყვანებული მიყურებს. კიდევ ხუთიოდე წუთი და სადღაც ოთახის სიღრმიდან ვიღაცა ძალიან უკმაყოფილო და ნამძინარევი სახით მოდის და ამბობს:

 

- ვინ კითხულობდა ექიმს? ასე დაახლოებით 30 წლის პიჟონური მანერების ღლე!

 

- მე ვკითხულობდი - ვეუბნები

 

- რა გინდა? - ისე მეკითხება, თითქოს კაი ხანია მიცნობს.

 

- ამ ადამიანის მდგომარეობა მაინტერსებს. წნევა აქვს 220 და უკვე 1 საათია შეუჩერებლად სისხლი მოსდის!

 

- სასწრაფოს ექიმი შენ ხარ? შენ მაბარებ პაციენტს? - ტონში აშკარა ირონია აქვს.

 

- არა, მე შვილი ვარ და გეკითხებით რა მდგომარეობაა, თან მინდა მიხედოთ და არა უყუროთ 15 წუთი უმოქმედოდ.

 

- აქ ყოფნის უფლება არ გაქვს! აქ მარტო ექიმები არიან! დავაი აქედან დროზე და გარეთ დამელოდე! - აი, ზუსტად ასე ამ სიტყვებით და სასტიკად უხეში ტონით!

 

- რა ბიჭო? რა "დავაი აქედან" შენ ხო არ გამჟავებს ტვინში?! - ამომასხა რა თქმა უნდა. იქიდან დედაჩემი მანიშნებს, მოიცა, არ იჩხუბო, ამათ ხელში ვარო!

 

- დროზე გადი აქედან! დამელოდე გარეთ! მიდი! მალე! რა თქმა უნდა იქვე გადავწყვიტე, რომ ამ სახედარის ხელში დედაჩემს არ დავტოვებდი. 15 წუთი დამჭირდა რაღაცეების მოსაგვარებლად და დედა ხეჩინაშვილის კლინიკაში გადავიყვანე. რატომ პირდაპირ იქ არ მივიყვანე, ან მერე როგორ გადავიყვანე, მაგას ცალკე, მომდევნო პოსტში დავწერ და მანდ უკვე სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც მოხვდება! ამ ხალათიან ღლეთავას კი მისი სათქმელი ვუთხარი! სამწუხაროდ არ მითხრა არავინ მისი სახელი და გვარი. მინდოდა ხვალ-ზეგ კლინიკის გარეთ მენახა და "დავაი აქედან" მისთვის ქართულად მეთარგმნა! არც დრო იყო მაგისი. 220 წნევიანი ქალი, სისხლისდენით, საკუთარი ავტომობილით გავაქანე "ხეჩინაშვილში"!

 

ვინმემ რომ არ თქვას - "ექიმებს ლანძღავო" - აქვე ვიტყყვი:- ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების ძალიან მადლიერი ვარ! აი, "ლანცეტში" ვინც 19-დან 20 იანვრის ღამეს "ემერჯენსში" მორიგეობდა - შენი არაექიმი დედას შე***ი ნაწყლში! ამას თუ შემთხვევით წაიკითხავ და მნახავ - გამიხარდება!”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

loading...

Comment