No icon

მეცნიერები გლობალურ კატასტროფას საუკუნის ბოლოს ელოდებიან

loading...

(ენ-პი-ეი) ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ამ საუკუნის ბოლოს დიდი კატასტროფები დააანონსეს. მათი მოსაზრებით, სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქები დატბორვის საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან ოკეანეებსა და ზღვებში წყლის დონე ნახევარ მეტრზე მეტად მოიმატებს. შედეგად კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება. კვლევის შესახებ ინფორმაცია Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა 25 წლის განმავლობაში კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაცია დაამუშავეს, რომელთა დახმარებითაც პლანეტაზე წყლის დონის მატების მაჩვენებლები განსაზღვრეს.

აღმოჩნდა, რომ 1993 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ოკეანეებში წყლის დონის ზრდა დაჩქარებულია და წელიწადში ნავარაუდევზე 0.084 მილიმეტრით მეტჯერ იზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ზრდა წელიწადში 2.9 მილიმეტრით არის განსაზღვრული, 2005-2100 წლებში ჯამური მაჩვენებელი 65 სანტიმეტრს მიაღწევს.

ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ წყლის დონის ზრდას ხელს შეუწყობს ყინულის სწრაფი დნობა და ვულკანების გააქტიურება.

გლობალური დათბობის გამო კი ყველაზე მეტად დაზარალდება ვაშინგტონი, შანხაი, სამხრეთ ფლორიდის სანაპირო ზოლსა და ბანგლადეშის სანაპირო ზოლში მდებარე ქალაქები.

 

loading...

Comment