No icon

დაუმატეთ ყავას ეს ინგრედიენტი და წონაში დაიკლებთ

loading...

(ენ პი ეი) დილის ყავით დაწყება ბევრი ჩვენგანისთვის ერთგვარი რიტუალია, რომელიც კარგ განწყობაზე გვაყენებს. თუმცა, თუკი ყავას ცოტაოდენ ამ სანელებელს დაამატებთ, ის უფრო სასარგებლო გახდება...

მას, ვისაც შეუძლია დილას ფინჯანი ყავის გარეშე გამოფხიზლდეს, ნამდვილად ეკუთვნის მედალი და საგულდაგულო კლინიკური გამოკვლევა. მართალია, ყავის მიღებას გვერდითი მოვლენები ახასიათებს, მაგალითად, გულისცემის აჩქარება, უსიამოვნო სუნთქვა, მაგრამ, თუკი დოზას არ გადავაჭარბებთ, ყველაფერი ნორმის ფარგლებში იქნება.

წარმოიდგინეთ, ყველაზე პოპულარული ყავის Starbucks-ის ერთი ფინჯანი 1000 კალორიაზე მეტს შეიცავს. რა თქმა უნდა, ამგვარი „ყავა“ მალევე აისახება ჩვენს სხეულზე ზედმეტი კილოგრამებით. ასე რომ, დიეტოლოგები გვირჩევენ, მწარე შავი ყავით დავტკბეთ.

დიახ, ყავის დახმარებით წონის შენარჩუნებაზე ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ არსებობს სანელებელი, რომლის ერთი მწიკვიც კი ყავას პიკანტურ გემოს სძენს და მეტაბოლიზმს აჩქარებს.

ეს სანელებელი დარიჩინია! ის საკვები ბოჭკოებით არის მდიდარი, რაც ორგანიზმის ზედმეტი სითხისგან და ტოქსინებისგან გაწმენდაში უწყობს ხელს. ეს არომატული სანელებელი ზემოთქმულთან ერთად, ქოლესტერინის დონის დარეგულირებას და სისხლში შაქრის ნორმალიზაციას უწყობს ხელს. შედეგად, ცხიმი დნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დარიჩინი წონაში კლებას უწყობს ხელს.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ დარიჩინიანი ფუნთუშების მირთმევითაც იმავე შედეგს მიიღებთ. მეტაბოლიზმის პროცესის დაჩქარება მხოლოდ დარიჩინის და ყავისა კომბინაციას შეუძლია.

loading...

Comment