No icon

მეცნიერებმა მსოფლიოს უძველესი რუკა აღადგინეს

loading...

(ენ-პი-ეი) ავსტრალიელმა გეოლოგებმა სხვადასხვა კონტინენტების შექმნელი ქანები შეისწავლეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამჟამად განცალკევებული რეგიონები, მილიონობით წლის წინ, ერთმანეთთან იყო შეერთებული. ის რეგიონები კი, რომლებიც დღეს რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაშორებული, – ერთ კონტინენტს წარმოადგენდა.

განსხვავებული იყო რეგიონთა გეოგრაფიული კოორდინატებიც. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობდა, ჩრდილოეთ აზია ეკვატორის სამხრეთ ნაწილში იყო განთავსებული, ჩრდილოეთ ევროპის ძირითადი ტერიტორია ეკვატორს გასდევდა, გრელანდია კი, სამხრეთ ნახევარსფეროს ეკუთვნოდა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჰიმალაის მთები 55 მილიონი წლის წინ, აზიისა და ინდოეთის ერთმანეთთან შეჯახების, – შეერთების შედეგად წარმოიქმნა. მილიონობით წლის  განმავლობაში, დანაწევრებული კონტინენტების ინტენსიურმა  შეჯახებამ კი, მოგვიანებით სუპერკონტინენტი ნუნა წარმოქმნა.

გლობალური კონტინენტური რეორგანიზაციია, – ასე აღწერენ მეცნიერები ათასობით მილიონი წლის განმავლობაში კონტინენტთა ფორმირების პროცესს.    

 

loading...

Comment