No icon

აჭარაში წითელათი დაავადებულთა რიცხვა საგრძნობლად მოიმატა

loading...

(ენ პი ეი) აჭარის რეგიონში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იანვარში აღნიშნული ინფექციით 35 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა , რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია . საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას დროულად აცრების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.

წითელა ჰაერ-წვეთოვანი გზით, დაინფიცირებული პირისგან ცემინებისა და ხველების დროს ვრცელდება. ვირუსი ორი საათის განმავლობაში ცოცხლობს ჰაერში და იწვევს გარშემომყოფი პირების დაინფიცირებას ჰაერის ან დაბინძურებულ საგნებთან შეხების საშუალებით.

დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, ყელის ტკივილი. სიმპტომების განვითარებიდან მესამე-მეხუთე დღეს ჩნდება წითელი ლაქისებრი ბრტყელი გამონაყარი სახეზე, თმის საფარველის გასწვრივ კისერზე, მხრებსა და მთელ სხეულზე.

loading...

Comment