No icon

რატომ არ სურთ გოცირიძეს და ზურაბიშვილს სკოლებში რელიგიის სწავლება?

loading...

(ენ პი ეი) სკოლებში რელიგიის სწავლების შესაძლო აღდგენას რეპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება. 

”გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს მოხდა, რელიგიის ისტორია როგორც არჩევითი საგანი, არჩევითი კი არა ფაქტობრივად სავალდებულო გახდება და თან ეს ისტორია კი არა საღვთო სჯულის კურსი იქნება, ისიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ინტერპრეტაციით. ანტიდასავლური პროპაგანდის კერებად თუ გვინდა სკოლების გადაქცევა, ბარემ პირდაპირ ვთქვათ”, – აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.

ამ საკითხს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძეც უარყოფითად აფასებს.

“მინისტრს იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველო კონსტიტუციით არის სეკულარული სახელმწიფო და მთავრობის დღის წესრიგს არ უნდა განსაზღვრავდეს ეკლესიის ქადაგებები”

სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს. შესაბამის თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა. მისი თქმით, რელიგიის ისტორია სკოლებში, როგორც არჩევითი საგანი უნდა ისწავლებოდეს.

„მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

loading...

Comment