No icon

ჯავახეთის სომხური სათვისტომო ე.წ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ულოცავს

loading...

  (ენ-პი-ეი)  ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსკოვში მდებარე საელჩომ, კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანის 25-ე წლისთავი აღნიშნა (რაც, სეპარატისტების აზრით, დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის ისტორიის დასაწყისიცაა) და საზეიმო შეხვედრაზე სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსები მიიწვია. მათ შორის იყო ჯავახეთის სომხური სათვისტომოს დამფუძნებელი აგასი არაბიანი, რომელმაც მრავალი პროვოკაციული განცხადება გააკეთა აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, რუსეთში არსებულ სომხურ გამოცემასთან, www.armmuseum.ru-სთან საუბრისას.

   გამოცემის ცნობით, „რუსეთის სამხედრო ძალების ჩარევა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველთა მხრიდან წარმოებული სისხლისღვრის შესაჩერებლად, რომელიც მიმართული იყო ოსი ხალხისა და მათი უფლებების წინააღმდეგ“. სომეხი ჟურნალისტის აზრით, „ოს ხალხს სრული უფლება აქვს,  თავად გადაეწყვიტოს საკუთარი ისტორიული ბედი“.

   „მიმდინარე პროცესების ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აგასი არაბიანისა და სამხრეთ ოსეთის ელჩის, ზნაურ გასიევის შეხვედრა. საუბარი შეეხო კულტურულ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებს. სომხები დაინტერესებულნი არიან, რომ  კავკასიაში განვითარდეს სატრანსპორტო კორიდორები, რომლებიც აფხაზეთსა და ოსეთზეც გაივლიან. თუმცა, ამ მცდელობას საქართველო აქტიურად ეწინააღმდეგება, რაც 1991-1993 წლის მოვლენების გამოძახილია, როდესაც ნაციონალისტურად განწყობილი ზვიად გამსახურდიას მომხრეები ოსებს დაესხნენ თავს.

   არაბიანის თქმით, თრიალეთის ფერდობზე მცხოვრები ოსები სომხური რეგიონისკენ, ჯავახეთისკენ გაიქცნენ. ჯავახი სომხები მოძმეებს უსასყიდლოდ დაეხმარნენ და უზრუნველჰყვეს მათი ევაკუაცია გიუმრისკენ, საიდანაც ისინი ბესლანში გადავიდნენ.

   არაბიანმა ასევე გაიხსენა, რომ ოსები ყარაბაღის კონფლიქტში, სომხების მხარესაც იბრძოდნენ და 6 მათგანი დაჯილდოებულია „არწახის გმირის“ წოდებით. მისი თქმით, ოსები და სომხები უნდა გაერთიანდნენ, რათა საკუთარი ისტორიული სიმართლე დაამტკიცონ.

   დღეისთვის, სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით და არაბიანის აზრით, სომხებმა მხარი უნდა დაუჭირონ რეგიონში მშვიდობას. ასევე, შეხვედრისას განხილული იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მხირდან 1915 წელს, ოსმალეთის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი“-ვკითხულობთ რუსულენოვან სომხურ გამოცემაში

მისი თქმით, რუსეთი, საქართველო, ჯავახეთი და სომხეთი უნდა გაერთიანდნენ  და ერთად განახორციელონ ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტები, რაც რეგიონში უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის და ასევე მოძმე ერებს დაახლოებს (საინტერესოა, რომელ ერებს გულისხმობს-ავტ. შენიშვნა)

   ამ მომენტამდე, არაბიანის უაღრესად პროვოკაციულ და ანტიქართულ რიტორიკას ოფიციალური თბილისის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.    

 

წყარო:   regresearch.ge   

 

loading...

Comment