No icon

პაციენტების 80 პროცენტი იმიტომ დავკარგე, რომ ნიკა მელიას მამა ვარ

loading...

(ენ-პი-ეი) კარდიოლოგი და კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თავის შვილზე, ნიკა მელიაზე საუბრობს.

"როგორც ჩემი მეუღლე და დედაშენი გეუბნება, არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო! თითოეული პიროვნების უკან მეუღლე, შვილები დგანან… ნიკა, მოთოკე ნერვული სისტემა. 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების დროს, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რაიონებში არიან ჩაწერილები, ერთი დღით გავათავისუფლე – წადით „ქართულ ოცნებას“ ხმა მიეცით – თქო. მაშინ ნიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ ყოფილა. ეს ამბავი მთავრობაში ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ შემხებია, ახლა იცით რა ხდება? ჯემალ ჭკუასელი იწვა ჩემს კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს.. ახლობლები რომ გებულობდნენ, ანზორ მელიას კლინიკაში იწვა, პირდაპირ ეუბნებოდნენ – ვერ მოვალთ, ვერ გნახავთო! პაციენტების 80 პროცენტი იმიტომ დაიკარგა, რომ ნიკა მელიას მამა ვარ! ასე ქვეყანას ეშველება??? არ ეშველება! – აცხადებს ანზორ მელია.  

 

 

loading...

Comment