No icon

რომელია მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა

loading...

(ენ-პი-ეი) გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომალია, სადაც ერთ ადამიანს წლიურად საშუალოდ 92 დოლარის (დღეში 25 ცენტი) შემოსავალი აქვს. ინფორმაციას  Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნების სიღარიბის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი არის ერთ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარით (PPP Dollar) გამოხატული საშუალო წლიური შემოსავალი/ხარჯი.

აღრიცხული შემოსავლების მიხედვით, ყველაზე ღარიბი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა, სადაც ერთ ადამიანზე საშუალო წლიური შემოსავალი 681 PPP დოლარია. შემდეგ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოდის 785 PPP დოლარით.   

 

loading...

Comment