No icon

მძღოლი, რომელმაც 6 ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა -თურქია

loading...

(ენ პი ეი) 

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულიად საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ  ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.


AMBEBI.GE გარდაცვლილების ახლობელს თამუნა სოსელიას ესაუბრა:
- განადგურებულები ვართ, უმძიმესი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილები უახლოესი ნათესავები არიან. ისინი დასავლეთში იყვნენ ქორწილში და თბილისში ბრუნდებოდნენ, ამ დროს მოხდა ავარია. აფხაზეთიდან დევნილები არიან და თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. და-ძმა, მზიკო და როლანდი ბებიამ გაზარდა, მშობლები არ ჰყავდათ.   

- გარდაცვლილ ცოლ-ქმარს (ვიკა ლეჟავა, როლანდ ქანთარია) მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ?
- ორი შვილი ჰყავდათ, ერთი თბილისში დატოვეს ბებოსთან და ქორწილში წავიდნენ.

როგორც ცნობილია, ტრაილერის მძღოლი უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

გავრცელებული ინფორმაციით , ტრაილერის მძღოლი თურქია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

loading...

Comment