No icon

რუისთან ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - არის მსხვერპლი

loading...

(ენ პი ეი) ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვლა.

როგორც ,,თრიალეთის" ჟურნალიტი შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებს, ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა როდესაც ის გზაზე გადადიოდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 როგორც ,,თრიალეთს"  შსს პრესსამსახურში განუცხადეს ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამკაცის სიცოცხლე ეპსხვერპლა.  ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მე -5  ნაწილით, მიმდინარებს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



























წყარო: თრიალეთი

loading...

Comment