No icon

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

loading...

(ენ პი ეი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად ჩავიდა.

 

დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


















წყარო: დაიჯესტი

loading...

Comment