No icon

თურქეთი აშშ-ის მანბიჯიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

loading...

(ენ-პი-ეი) ვინც ამბობს, რომ ჩვენ დარტყმას აგრესიულად უპასუხებს, მას ოსმალური სილის გაწვნა არ გამოუცდია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიპ ერდოღანის თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება – ფინანსური დახმარება გაუწიოს ქურთულ „სახალხო თავდაცვით შენაერთს“, თურქეთის სამომავლო მოქმედებებზე გავლენას იქონიებს.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სირიის ქალაქ მანბიჯზეც გეგმავს ზეწოლის განხორციელებას, რომელიც ქურთული სამხედრო ჯგუფების კონტროლის ქვეშაა.

თურქეთი „სახალხო თავდაცვით შენაერთს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, აშშ კი ქურთულ ჯგუფებს დახმარებას ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უწევს.

თურქეთი აშშ-ის მანბიჯიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, თუმცა ვაშინგტონი ჯარისკაცების გადაადგილებას არ გეგმავს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, პენტაგონმა სირიელების „წვრთნისა და აღჭურვისთვის“ 300 მილიონი დოლარი, 250 მილიონი კი სასაზღვრო უსაფრთხოების საჭიროებებისთვის მოითხოვა.

„მათთვის უკეთესი იქნება თუ ტერორისტების გვერდით არ დადგებიან. მინდა ვუთხრა აშშ-ის მოქალაქეებს, რომ ეს ფული თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან და ხალხის ჯიბეებიდან მოდის“, – თქვა ერდოღანმა.   

 

loading...

Comment