No icon

ხელნაკეთი აქსესუარები ნართისგან

loading...

(ენ პი ეი) "Narti" უკვე ერთი წელია რაც ბაზარზე თავისი ხარისხიანი პროდუქციით გამოჩნდა. კომპანია მთლიანად  ნაქსოვ აქსესუარებს აწარმოებს, მათ შორის ქუდებს, ჯემპრებს, კაშნებს, ჩანთებს... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  "ნართის" პროდუქცია ხარისხიანია და ნებისმიერ ასაკზეა გათვლილი.

გამომდინარე იქიდან, რომ ხელნაკეთი პროდუქცია ყოველთვის ძვირი ღირდა, "ნართიმ"  გაითვალისწინა საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა და საქონელს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ.

კომპანიის წარმომადგენლის, ანა თურმანიძის თქმით, ჯერჯერობით ყველაზე მოთხოვნადია ჩანთები, ასევე ანა ამბობს, რომ საზოგადოებამ ნათელი ფერების ჩაცმა დაიწყო, რაც "ნართის" პროდუქციაზეც აისახა.

კომპანია უახლოეს მომავალში აქსესუარების ხაზის გაძლიერებას გეგმავს. ის ვინც უკვეთავს ამა თუ იმ პროდუქციას, ლოდინი მხოლოდ 3 დღე უწევთ, 3 დღეში კი კურიერი შეკვეთილ საქონელს სახლში მიაწვდის.
კომპანიასთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ შემდეგი ინფორმაცია:


ტელ: 593 08 44 00

ფეისბუქ გვერდი : https://www.facebook.com/nartihandmade/

 

 

 

 

 

 

 

loading...

Comment