No icon

ახალი ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია'' მონაწილეებს ელის

loading...

კომპანია „ალმასი“ განაგრძობს მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი კონკურსების ორგანიზებას, რომელთა მიზანიც ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარებაა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ლიტერატურულ კონკურსს ,,ჩვენ და ილია’’, რომელიც ეძღვნება ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის II – XII კლასების მოსწავლეებს. 
კონკურსი ჩატარდება ტესტირების სახით. თითო კლასს დონის მიხედვით მოცემული იქნება შესაბამისი ღია და დახურული კითხვები, რომელიც შეეხება ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას. 
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი. კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 5 გამარჯვებული და 10 საუკეთესო მონაწილე, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები. 

კონკურსი ჩატარდება 23 დეკემებრს, თამარ მეფის სახელობის სკოლაში.
დაჯილდოება გაიმართება 27 დეკემებრს.
მონაწილეობის საფასური შეადგენს 10ლარს.

თანხის გადახდა შესაძებელია მოცემულ ანგარიშზე:

ბანკის დასახელება: საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: შპს ალმასი
ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000020966900
დანიშნულებაში მიუთითეთ: „კონკურსში მონაწილეობის საფასური“ - თქვენი სახელი და გვარი

რეგისტრაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე - 
https://goo.gl/forms/UOdburVT3jI1NQcZ2

კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ წარმოადგინოთ გადახდის ქვითარი.

გისურვებთ წარმატებას! 
,,ალმასის'' ადმინისტრაცია    

 

 

loading...

Comment